კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. დაბრუნება ან გადაცვლა
1.1. “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მომხმარებელს უფლება აქვს დისტანციურად (ონლაინ) ნივთის შეძენის შემთხვევაში უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უკან დაუბრუნოს საქონელი მოვაჭრეს, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 10 დღის ვადაში.

2. დაბრუნების ან გადაცვლის წესები და გამონაკლისები
2.1. ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ ამის შესახებ.
2.2. დაბრუნებამდე ან გადაცვლამდე უნდა გვაცნობოთ ნივთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს ნივთისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ბესთ მობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მესენჯერში ან ელ. ფოსტის მისამართზე: bestmobi93@gmail.com)

2.3. მომხმარებელს ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა პროდუქტის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში შეუძლია.

2.4. თუ შეძენილ პროდუქტს ან თანმხლებ ნივთებსა თუ დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, ბესთ მობი იტოვებს უფლებას, ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და, შესაბამისად, შეაჩეროს ნივთის დაბრუნების პროცედურა მოკვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე, რაც, შესაძლოა, გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევის შედეგების საფუძველზე კი ბესთ მობი უფლებამოსილია ან გააგრძელოს, ან შეწყვიტოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისა თუ გადაცვლის პროცედურა.
2.5. დაბრუნებისა და გადაცვლის დროს ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომხმარებელი.

2.6. პროდუქტის დაბრუნების დროს მას თან უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნივთი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ყუთი და სხვა).

2.7. პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებსაიტზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;