შპს “ბესთ მობი”-ის ვებ–გვერდით სარგებლობის წესები და პირობები
ზოგადი წესები
წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართი წარმოადგენს თქვენსა და შპს ‘’ბესთ მობის’’ შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ www.bestmobi.ge ვებ-გვერდის გამოყენებას
თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებგვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.
გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „წესები და პირობები“ და დარწმუნდეთ, რომ გესმით მისი შინაარსი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს ამ „წესებსა და პირობებზე“ თანხმობას. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ „წესებსა და პირობებს“, მაშინ არ გაქვთ უფლება, რომ ჩვენი მომსახურებით ისარგებლოთ. თუ გააგრძელებთ www.bestmobi.ge-ს მოხმარებას ან შეუკვეთავთ ნებისმიერ პროდუქციას ჩვენთვის ეს იქნება „წესებსა და პირობებზე“ თანხმობის ტოლფასი.
გარდა ზემოხსენებული შემთხვევისა, არ გაქვთ უფლება გაამრავლოთ, აწარმოოთ, განახორციელოთ დისტრიბუცია, გაყიდოთ, გააქირავოთ, გადასცეთ, გამოიყენოთ ნიმუშად, თარგმნოთ, შეცვალოთ, გადაამუშაოთ, დაშალოთ, შეადგინოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ აღნიშნული ვებგვერდი ან მისი რომელიმე ნაწილი, თუ არ გაქვთ ჩვენგან წერილობითი ფორმით მიღებული წინასწარი თანხმობა. არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია კომერციული ან სხვა საქმიანობისათვის მოგების მიღების მიზნით, თუ ნებადართული არ იქნება ჩვენი მხრიდან. ვიტოვებთ უფლებას, უარი განვაცხადოთ მომსახურების გაწევაზე, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში, და/ან გავაუქმოთ შეკვეთა, რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება იმ მითითებით, რომ მომხმარებელმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა/ან სხვა რელევანტური კანონმდებლობა ან მისი ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს.
თქვენ არ გაქვთ უფლება, რომელიმე საიტზე ატვირთოთ, გაავრცელოთ, ან სხვა გზით გამოაქვეყნოთ ვებგვერდზე ისეთი შემადგენლობა, ინფორმაცია ან სხვა მასალა რომელიც: ა) არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას; ბ) არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, დისკრედიტირებადი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული ან შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ან საერთაშორისო სამართლის თანახმად; ან გ) შეიცავს შეცდომებს, ვირუსებს, მახეებს, Worm-სა და Trojan Horses-ს ან სხვა საზიანო კოდებსა და საკუთრებას.
მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა (რეგისტრაცია) და ავტორიზაცია
მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის შეძენის ან/და მომსახურების მიღების მიზნით, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე და შექმნას ანგარიში:
მომხმარებელი მიუთითებს შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი და ქვეყანა;
რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მომხმარებელი ეთანხმება ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს, ასევე თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკასა;
მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;
მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, რომ მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნის (რეგისტრაცია) შემდეგ, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენება შესაძლებელია ავტორიზაციის მეშვეობით.
მომსახურების სახეები
“შპს ბესთ მობი“-ის ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:
შეძინოთ პროდუქტი დისტანციურად (დისტანციურად დადებული ხელშეკრულება)ან /და მიიღოთ მასთან დაკავშირებული მომსახურება.
კომპანია უფლებამოსილია არ განახორციელოს ამ პუნქტით განსაზღვრული პროდუქტის გაყიდვა ან/და მომსახურების გაწევა ნებისმიერი მიზეზით. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ პროდუქტის შესაძენად წინასწარ გადახდილი თანხა.
საგარანტიო პირობები
მხარეები თანხმდებიან, რომ მომხმარებლის მიერ შეძენილ კონკრეტულ პროდუქტზე შეიძლება ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები.
საგარანტიო პირობების არსებობისას, კლიენტის მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში პრეტენზია წარედგინება კომპანიას.
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის გააქტიურებიდან 3 დღის განმავლობაში, სერვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე პროდუქტზე დადგინდება ქარხნული ხარვეზი და კომპანია ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის შეცვლას იმავე პროდუქტით, მაშინ მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა, ხოლო განვადების შემთხვევაში – განვადება გაუქმდება.
პროდუქტის ონლაინ შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტის მიღებისთანავე დაათვალიეროს და შეამოწმოს პროდუქტი და დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას ხილული დეფექტის (ნაკაწრი, ბზარი, დაზიანებული ყუთი და სხვა) არსებობის შესახებ.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის ონლაინ შეძენისას, თუ დაზიანებულია საკურიერო/სატრანსპორტო კომპანიის შეფუთვა (და არა პროდუქტის შეფუთვა), მაშინ მომხმარებელი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს პროდუქტი და ვალდებულია ამის თაობაზე მაშინვე აცნობოს კურიერს ან საკურიერო/სატრანსპორტო კომპანიას და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიას: bestmobi93@gmail.com ან ტელ: 598 17 19 93
მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქტის უკან დაბრუნება, თუ:
თუ მომხმარებლისათვის მიწოდებული პროდუქტი განსხვავდება მის მიერ შეკვეთილი პროდუქტისგან;
მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს:
პროდუქტის შეცვლა პროდუქტის გადაცემიდან 24 საათში, თუ პროდუქტზე არის ვიზუალური ხარვეზი (ნაკაწრი, ბზარი და სხვა) ან დარღვეულია პროდუქტის სასაქონლო სახე; მომხმარებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს პროდუქტის შეცვლა, თუ ნივთი გამოყენებულია.
პროდუქტის შეცვლა პროდუქტის გადაცემიდან 3 დღე თუ ფიქსირდება ქარხნული დეფექტი (არ იგულისხმება ვიზუალური დეფექტი და პროგრამული ხარვეზი) და სერვის ცენტრი გასცემს წუნდებული პროდუქტის შეცვლის აქტს. ამ შემთხვევაში, შენარჩუნებული უნდა იყოს პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანებების გარეშე და პროდუქტი წარმოდგენილი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი ყუთით;
პროდუქტის შეცვლა, თუ პროდუქტი ვერ შეკეთდა სერვის ცენტრში ჩაბარებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში. ნივთი შეიცვლება იდენტური მოწყობილობით. იმ შემთხვევაში, თუ შუძლებელია იდენტური მოწყობილობით ჩანაცვლება, კომპანიიის მხრიდან მომხმარებელს დაუბრუნდება პროდუქტის სრული ღირებულება.
- პროდუქტის უფასო და აუცილებელი შეკეთება განისაზღვრება საგარანტიო ტალონში მითითებულ ვადებში.
- კომპანია უფლებამოსილია არ განახორციელოს საგარანტიო მომსახურება ან/და წუნდებული პროდუქტის შეცვლა, თუ:
- გასულია პროდუქტის საგარანტიო მომსახურების/პროდუქტის შეცვლის ვადა;
- არ არის წარმოდგენილი ან დაკარგულია საგარანტიო ტალონი;
- საგარანტიო ტალონში პროდუქტის მონაცემები წაშლილი, შეცვლილი ან გადაკეთებულია;
- პროდუქტის ყუთზე ან ნივთის კორპუსზე არ იკითხება სერიულოი ნომერი/იმეი კოდი;
- დაზიანებული ან ამძვრალია პროდუქტზე არსებული პლომბი ან ლუქი;
- მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით;
- დაზიანება გამოწვეულია სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულების შედეგად;
- პროდუქტი დაზიანდა მომხმარებელზე გადაცემის შემდეგ;
- პროდუქტი დაშლილია (გახსნილია) თვითნებული შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით;
- დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილების მიერ;
- დაზიანება გამოწვეულია პროდუქტის მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევის გამო;
კომპანია უფლებამოსილია არ განახორციელოს საგარანტიო მომსახურება/პროდუქტის შეცვლა სხვა დამატებითი პირობების შემთხვევაში, თუ ეს მითითებულია საგარანტიო ტალონზე.
შეძენილი პროდუქტის მიმღები პირი
კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთის მიმღები პირი შეიძლება იყოს როგორც თავად მომხმარებელი, ასევე მის მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი პირი.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე – www.bestmobi.ge-ზე რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
მარეგულირებელი კანონმდებლობა
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო.
მოქმედების ვადა
წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე.
დასკვნითი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
“შპს ბესთ მობი“-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ წესებსა და პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს www.bestmobi.ge-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, www.bestmobi.ge-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
ის საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
აღნიშნული წესები ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების განხორციელების თაობაზე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის www.bestmobi.ge-ზე გამოქვეყნებისთანავე.
შპს ‘’ბესთ მობი’’ ცალმხრივად გაფრთხილების გარეშე უფლებას იტოვებს ნებისმიერ მომენტში დაამატოს, გააუქმოს ან შეცვალოს ნებისმიერი წესი ან დებულება.
შპს ,,ბესთ მობი“-ი იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერ შეკვეთა თანხის დაბრუნებით, რომელიც გამოწვეული იყო პროგრამული ხარვეზით ან რაიმე სხვა დამატებითი გარემოებით.
კონტაქტი
კონფიდენციალურობის პოლისთან დაკავშირებული კითხვების ან შემოთავაზებების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. დაბრუნება ან გადაცვლა
1.1. “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მომხმარებელს უფლება აქვს დისტანციურად (ონლაინ) ნივთის შეძენის შემთხვევაში უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უკან დაუბრუნოს საქონელი მოვაჭრეს, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 10 დღის ვადაში.
2. დაბრუნების ან გადაცვლის წესები და გამონაკლისები
2.1. ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ ამის შესახებ.
2.2. დაბრუნებამდე ან გადაცვლამდე უნდა გვაცნობოთ ნივთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს ნივთისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ბესთ მობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მესენჯერში ან ელ. ფოსტის მისამართზე: bestmobi93@gmail.com)
2.3. მომხმარებელს ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა პროდუქტის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში შეუძლია.
2.4. თუ შეძენილ პროდუქტს ან თანმხლებ ნივთებსა თუ დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, ბესთ მობი იტოვებს უფლებას, ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და, შესაბამისად, შეაჩეროს ნივთის დაბრუნების პროცედურა მოკვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე, რაც, შესაძლოა, გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევის შედეგების საფუძველზე კი ბესთ მობი უფლებამოსილია ან გააგრძელოს, ან შეწყვიტოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისა თუ გადაცვლის პროცედურა.
2.5. დაბრუნებისა და გადაცვლის დროს ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომხმარებელი.
2.6. პროდუქტის დაბრუნების დროს მას თან უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნივთი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ყუთი და სხვა).
2.7. პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებსაიტზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;